სასტუმრო კომპლექსი ბლუზვილიჯი წარმოადგენს ბიო-დენდროპარკის ტერიტორიაზე გაშენებულ მცირე ზომის სოფელს, საფერმერო მეურნეობით და მწვანე ფილარმონიით, სადაც ტარდება ბლუზფესტივალები. დენდროპარკში წარმოდგენილია 187 სხვადასხვა ენდემური და ეგზოტიკური მცენარეთა კოლექცია. ნაკრძლის მიმდებარედ, ტყის მასივში, წიწვოვანი და ფოთლოვანი მრავალწლოვანი მცენარეების გარემოში დასვენება, ურბანული გარემოს შესაცვლელად იდეალური საშუალებაა. ჩვენი საფერმერო მეურნეობა, გვაძლევს საშუალებას მოვამზადოთ ეკოლოგიურად სუფთა და ბიო ინგრედიენტებით უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები. ვიზიტორებს ვთავაზობთ საუზმეს, სადილსა და ვახშამს, მრავალფეროვანი აჩევანის პირობებში. ქვევრის ნატურალურ კახურ თვინოს.ტერიტორიაზე არსებული ბასეინი და ტერიტორიის მახლობლად არსებული მთის ხევები, ჩინებული გასაგრილებელი საშუალებაა. ვიზიტორებს ვთავაზობთ სხვადასხვა ტურისტულ მარშუტებს, ნაკრძლის ტერიტორიაზე ჩანჩქერებსა და ციხესიმაგრეებზე, როგორც ფეხით ასევე ცხენებით. ბლუზ ფესტივალი რეგიონში უპეცენდენტო პროექტია და იშვიათი შესაძლებლობაა მოუსმინო ამერიკის ბლუზვარკვლავებს, აკაციის ტყეში, ღია სივრცეში. ჩვენი კომპლექსის ვიზიტორებს აქვთ უნიკალური საშუალება მსოფიო ვარსკვლავებთან ერთად იცხოვრონ სასტუმრო კომპლექსში.